ერთობლივი პროექტი

18:30, 24.09.2025

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება ერთობლივი პროექტი, სამინისტროში კაპელანთა ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით.

პროექტის ფარგლებში, 23 სექტემბერს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის, საბრძოლო მომზადების ცენტრში, პირველი სალექციო შეხვედრა ჩატარდა, რაც მიზნად ისახავს ჯარისკაცებში პატრიოტული სულისკვეთებისა და ქრისტიანული თუ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გაღრმავებას. შეხვედრაზე მოხსენებით წარდგნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლექტორი გიორგი მეტრეველი.

მსგავსი