ერთობლივი პრესკონფერენცია
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს ბრიუსელში მყოფმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ხელმძღვანელი ქეთი ხუციშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე.
ისაუბრეს რასა იუკნევიჩიენესთან ერთად. მათი თქმით, ქართველი ხალხი კვლავ მზადაა, იბრძოლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის და მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ქვეყნებმა და ევროპარლამენტმა მოახდინონ საქართველოს არადემოკრატიული რეჟიმის იზოლირება, დააწესონ მიზანმიმართული სანქციები იმ პირებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს დააშორონ საქართველო ევროპულ მომავალს.