ერთობლივი პრესკონფერენცია

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით, 27 მარტს, ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტში „მეგობარი აქტის“ განხილვა უნდა გაიმართოს, ამის მხარდასაჭერად კი, თბილისში, რამდენიმე დღით ადრე, 22 მარტს, მხარდამჭერი მარშის გამართვას გეგმავენ. მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით გაიმართება. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა „მეგობარი აქტის“ მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ მსოფლიომ უნდა დაინახოს რომ საქართველო ირჩევს ევროპულ მომავალს.