ერთობლივი ოპერაცია

დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საჰაერო ძალებმა ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს. მიზანი სირიაში მდებარე „ისლამური სახელმწიფოს“ მიწისქვეშა იარაღის საცავის დაბომბვა იყო. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.  როგორც გაერთიანებული სამეფო განმარტავს, დასავლური ავიაცია პატრულირებას ახორციელებდა, რათა შეეჩერებინა იმ ისლამისტური დაჯგუფების აღორძინება, რომელიც სირიის ზოგიერთ ნაწილს 2019 წლამდე მართავდა. უწყების ინფორმაციით, დაზვერვამ პალმირას ჩრდილოეთით მდებარე მთებში მიწისქვეშა ობიექტი გამოავლინა, რომელიც, სავარაუდოდ, იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შესანახად გამოიყენებოდა.