ერთობლივი ოპერაცია
საქართველოში მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულები თურქეთის 14 მოქალაქე დააკავეს.
საპოლიციო მოქმედებები თურქ კოლეგებთან ერთად განახორციელეს შსს-ს წარმომადგენლებმა. დაკავებულთა მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მათი ექსტრადიციისთვის.