ერთობლივი განცხადება - პოლიტიკური შეფასებები

მორიგი კრიტიკული გზავნილი ევროპიდან საქართველოს ხელისუფლებას. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მმართველ გუნდს ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდებს და ამ დიალოგის უზრუნველყოფის პასუხისმგებლობასაც სწორედ ხელისუფლებას აკისრებს. მათი პოზიციაა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული მიღება საზოგადოებაზე გრძელვადიან გავლენას მოახდენს და გამოხატვის, შეკრებისა და მედიის თავისუფლებას შელახავს. განცხადების ავტორები გასხვავებული პოზიციების მქონე მოქალაქეების დაშინების ტაქტიკაზეც საუბრობენ. განცხადებაში ასევე საუბარია მზია ამაღლობელზე.

კრიტიკას კრიტიკითვე პასუხობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც პარტნიორებს საქართველოსთან არსებული დამოკიდებულების გადახედვისკენ მოუწოდებს. პარლამენტის თავმჯდომარე კი ბრალდებებს დაუსაბუთებელს უწოდებს. ევროპელ პარტნიორებს ეთანხმებიან ქართულ ოპოზიციაში, სადაც აცხადებენ, რომ ყველა საერთაშორისო გამოხმაურება „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგია.

თამარ წიკლაური დეტალებით.