17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა პოლიტიკურმა რეპრესიებმა გამოიწვია ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუარესება, მათ შორის, დახმარებისა და თანამშრომლობის შეზღუდვა.
„მკაცრად ვგმობთ ოპოზიციური პარტიების ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და დაპატიმრებებს, რაც აშკარად მიზნად ისახავს ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას საქართველოში“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის ავტორებიც ბელგიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, შვედეთისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არიან.
აღნიშნულ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურებიან.