„ერთობის ჯაჭვი“ შეიკრა ზუგდიდში. მოქალაქეებმა სრულად გადაკეტეს ზვიად გამსახურდიას გამზირი დადიანების ეზოდან სამხარეო ადმინისტრაციის შენობამდე. სამხარეო ადმინისტრაციის წინ წალენჯიხის მოსახლეობამ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალა, შესრულდა რამდენიმე სიმღერა. აქციის მონაწილეების უმთავრეს მოთხოვნებად რჩება თბილისში მიმდინარე აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლება, ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და ქვეყნის ევროპული კურსის გაგრძელება.
ამ მოთხოვნებით აქციები ზუგდიდში ერთი თვეა, უწყვეტ რეჟიმში იმართება.