ცოცხალ ჯაჭვს რუსთაველებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლთან შეიკრიბნენ და ცოცხალი ჯაჭვით ქალაქის სხვადასხვა ცენტრალურ ქუჩებზე გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამით სურთ, გამოხატონ ევროპული მისწრაფება, ქვეყნის ერთიანობა და გამოუცხადონ რუსეთს არა.