„ერთობის ჯაჭვი“ ფოთში

„ერთობის ჯაჭვი“ შეიკრა ფოთში – რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აღმაშენებლის ხიდზე შეიკრიბნენ და ჯაჭვი შეკრეს. მათ შორის იმყოფებოდნენ ლანჩხუთში მოქმედი ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც. მოქალაქეები ამ ფორმით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე პროტესტს შეუერთდნენ და აქციებისას დაკავებული პირების გათავისუფლება, ასევე ხელახალი არჩევნები კიდევ ერთხელ მოითხოვეს.