„ერთობის ჯაჭვი“ შეკრეს ბათუმშიც. ბათუმის ქუჩებში რამდენიმე ადგილზე შეიკრიბნენ აქციის მონაწილეები და ერთობის ჯაჭვი შეკრეს. შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს მოთხოვნები და თქვეს, რომ ძლიერი წვიმის მიუხედავად, მაინც მოახერხეს შეკრება, რითაც ხელისუფლებას თავიანთი ერთობა აჩვენეს.