თბილისსა და რეგიონებში დღეს „ერთობის ჯაჭვი“ იმართება – აქცია, რომელიც ერთთვიანი უწყვეტი პროტესტის მონაწილეების ერთმანეთთან ცოცხალი ჯაჭვით დაკავშირებას გულისხმობს. ამით მონაწილეები კიდევ ერთხელ გამოხატავენ ერთობას ევროპული მომავლის მიმართ და აჟღერებენ უცვლელ მოთხოვნას ხელახალი არჩევნების დანიშვნისა და დაკავებულების გათავისუფლების შესახებ.
დედაქალაქში პროტესტის მონაწილეები რამდენიმე ადგილზე, კერძოდ შვიდ ხიდზე შეიკრიბნენ და ერთმანეთს „ცოცხალი ჯაჭვით“ დაუკავშირდნენ.
გენო ოსიყმაშვილი იმყოფება რუსთაველის გამზირზე და პირდაპირ ეთერში გვიერთდება – მოვიდნენ თუ არა ერთობის ჯაჭვის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან.