ერთჯერადი გამონაკლისი პირველკლასელთა მიღების წესში

21:45, 03.03.2026

კიდევ ერთი ცვლილება იმ პატარებისთვის, რომლებიც წელს პირველად მიდიან სკოლაში. ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცოტა ხნის შესული ცვლილება 2026 წელს გამონაკლისო წესით არ ამოქმედდება.

მშობლების პროტესტისა და უკმაყოფილების გამო განათლების სამინისტრო დათმობაზე წავიდა. ეს კი ნიშნავს, რომ 2026-27 წლების სასწავლო სეზონზე არ გავრცელდება ახალი საკანონმდებლო ჩანაწერი, რომლის მიხედვით სკოლებში მიიღებენ მხოლოდ იმ პატარებს, რომლებსაც ექვსი წელი 15 სექტემბრამდე უსრულდებათ. წელს, გამონაკლისის სახით, პირველ კლასში დარეგისტრირდება ყველა ის ბავშვი, რომლებსაც სასკოლო ასაკი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. სასკოლო ასაკთან დაკავშირებით კანონმდებლობა ბოლო 11 წელში რამდენჯერმე შეიცვალა – ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ასევე მშობლების უკმაყოფილებისა და პედაგოგებსა და ექსპერტებს შორის გაყოფილი პოზიციების ფონზე გაჩნდა კითხვა, იქნება თუ არა წელს დაშვებული გამონაკლისი წესი ერთჯერადი.

გენო ოსიყმაშვილი მუშაობდა თემაზე.

მსგავსი