ერთჯერადად გახსნილი ე.წ. გამშვები პუნქტი კვლავ ჩაკეტილია

ერთჯერადად გახსნილი ე.წ. გამშვები პუნქტი კვლავ ჩაკეტილია. ახალგორში, საოკუპაციო რეჟიმმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა შეუშვა, რომლებმაც გულის შეტევის დიაგნოზით ქალბატონის ჰოსპიტალში გადაყვანა შეძლეს. ამ დრომდე უცნობია, როდის მოხდება ე.წ. გამშვები პუნქტის სრულად გახსნა. მოსახლეობა სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარებების გარეშე რჩება.

პარალელურად, ოფიციალური თბილისი მოუწოდებს საოკუპაციო რეჟიმებს, შეწყვიტონ უკანონო ქმედებები. საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში არსებული ვითარება დესტაბილიზაციის მცდელობად არის შეფასებული. ასევე, აღნიშნულია, რომ საოკუპაციო რეჟიმი მიზანმიმართულად ძაბავს ვითარებას. უწყება რუსეთის ფედერაციასა და მის საოკუპაციო რეჟიმს ცხინვალში მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პროვოკაციული მოქმედებები და ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება უზრუნველყონ.