ერთიანი შეფასების ევროპული სისტემა იუსტიციის სახლში

იუსტიციის სახლში ერთიანი შეფასების ევროპული სისტემა ინერგება. სამხრეთ კავკასიის რეგიონში იუსტიციის სახლი პირველი ორგანიზაციაა, რომელიც ევროკავშირში შექმნილ და აპრობირებულ ხარისხის მართვის საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებს. ერთიანი შეფასების სისტემის დანერგვა გაერო-ს განვითარების პროგრამისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.

ერთიანი შეფასების სისტემის დანერგვის შუალედურ შედეგებთან დაკავშირებით თბილისში ღონისძება გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრმა უმასპინძლა. ღონისძიებას გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი და ბრიტანეთის საელჩოს კარგი მმართველობის ფონდის ხელმძღვანელი სუზი სტერნი დაესწრნენ. ასევე მონაწილეობდნენ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ერთიანი შეფასების სისტემის ექსპერტებიც.