ერთიანი სატარიფო სქემა კლინიკებისთვის 

საავადმყოფოების დიდი ნაწილის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ხვალიდან ყველა კლინიკის რეანიმაციული და კარდიოლოგიური მომსახურება ერთიან სატარიფო სქემაში მოექცევა. ანუ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში კარდიოლოგიის და რეანიმაციის მიმართულებით დაწესებული ტარიფები ყველა საავადმყოფოსთვის თანაბარი იქნება და ისინი საკუთარი სურვილით ფასის გაზრდას ვეღარ მოახერხებენ. ტარიფი კი ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა. ექიმების ხელფასების შემცირების და გაკოტრების არგუმენტით კლინიკები ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმის დროებით შეჩერებას და ტარიფების მათთან შეთანხმებას ითხოვენ. კარდიოლოგიის და რეანიმაციის მიმართულებით სამინისტრო უკან დახევას გამორიცხავს, ჯერ უცნობია, წავა თუ არა სხვა სფეროებზე უწყება დათმობაზე.