ერთიანი სატარიფო პოლიტიკა - ახალი რეგულაცია

დღეიდან,  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის, ერთიანი სატარიფო პოლიტიკის შესახებ ახალი რეგულაცია ამოქმედდება. სამინისტოს მიერ უკვე დადგენილი ტარიფებით უკმაყოფილოა კლინიკების  უმრავლესობა. სამედიცინო დაწესებულებებში განმარტავენ, რომ კონსულტაციის გარეშე სამინისტროს მიერ დაწესებული ტარიფებით, რისკის ქვეშ დგება მიწოდებული სერვისის ხარისხი და დასაქმებული პერსონალის ანაზღაურება.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ  სერვისების ნაწილზე ტარიფები ჯერ კიდევ დასადგენია და მისი განხილვა, ამჯერად კერძო სექტორთან აქტიური კონსულტაციით მოხდება, თუმცა უკვე მიღებული ტარიფების გადახედვა ვეღარ მოხერხდება.

დატოვე კომენტარი