„ერთიანი საქართველოს“ შეხვედრა ამომრჩეველთან

მცოცავ ოკუპაციასა და ადამიანების გატაცებაზე ისაუბრა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ. ის შიდა ქართლის საზღვრისპირა სოფლებში ჩავიდა. პარტიის ლიდერი ბერშუეთის და ნიქოზის მცხოვრებლებს შეხვდა, სადაც კონფლიქტის მოგვარებასა და ბორდერიზაციის შეწყვეტის აუცილებლობაზე გაკეთდა აქცენტი. ნინო ბურჯანაძის შეხვედრების ინფორმაცია და ვიდეო მასალა პარტიის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.