„ერთიანი საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია 

საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა „ერთიანმა საქართველომ“.

პრეზენტაციას საექსპერტო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მთავარი ყურადღება საარჩევნო პროგრამის ძირითად მიმართულებებზე გაამახვილა. პროგრამაში, როგორც ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე, ასევე საგარეო მიმართულებებზე, ტერიტორიულ მთლიანობასა და მცოცავ ოკუპაციაზეა საუბარი.