„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის შეხვედრა ამომრჩეველთან

ფოთის ამომრჩეველს შეხვდა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი. ქალაქში ნინო ბურჯანაძე პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად ჩავიდა.

შეხვედრაზე ფოთის მოსახლეობამ მწვავე პრობლემად გამოყო ახალგაზრდების სამუშაო ადგილები, რომლის არქონის გამო, ქალაქი დაცარიელდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ფოთში ჩასახლებული აფხაზეთიდან დევნილები, რომლებმაც ტერიტორიული მთლიანობისა და აფხაზეთში დაბრუნების მოლოდინზე ისაუბრეს. ბურჯანაძემ მხარდამჭერებს პარტიის საარჩევნო პროგრამის რამდენიმე ძირითადი მიმართულება გააცნო.

დატოვე კომენტარი