„ერთიანი საქართველოს“ ინიციატივა

„ერთიანი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნიკა პეტრიაშვილი პარტიის ახალ ინიციატივას აქვეყნებს. მისი განცხადებით, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ონლაინსწავლების რეჟიმში ჩასართავად მოსწავლეებს და მასწავლებლებს არცთუ ისე მცირე თანხის დახარჯვა უწევთ. ამიტომ, „ერთიანი საქართველო“ პანდემიისა და ონლაინსწავლების პერიოდში ხელისუფლებას მოუწოდებს, მოახდინოს განათლების სფეროში მოღვაწე საჯარო მოხელეებისთვის დროებით ულიმიტო ინტერნეტპაკეტების აქტივაცია და საკუთარ ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებული საჯარო სკოლების მოსწავლეებს ინტერნეტმომსახურება უფასოდ მიაწოდოს.