„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ რეგიონული კონფერენცია

ბათუმში „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ რეგიონული კონფერენცია გაიმართა. პარტიის თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საარჩევნო სამზადისი დაწყებულია. ბურჯანაძეს იმედი აქვს, რომ რეგიონში მის პარტიას ბევრი მხარდამჭერი ეყოლება. აჭარის ორგანიზაციას გიორგი ცინცქილაძე უხელმძღვანელებს, რომელიც დაარსებიდან ამ პარტიის წევრია და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატიც სწორედ პარტიის კვოტით ერგო.