„ნეიტრალური საქართველო“ რეგიონებში შეხვედრებს მართავს
ზუგდიდში, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ოფისი გაიხსნა. პრეზენტაციაზე პარტიის ლიდერებმა 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესსა და სამომავლო სტრატეგიებზე ისაუბრეს. შეხვედრის ფარგლებში ორგანიზაციის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, გააცნეს საკუთარი პოლიტიკური ხედვები, პრიორიტეტები და რეგიონთან დაკავშირებული გეგმები. ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვის მნიშვნელობას. ლიდერების განცხადებით, მათი მთავარი მიზანი საზოგადოების გაერთიანება და ქვეყნის სტაბილური განვითარების ხელშეწყობაა.