„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებას - გამოხმაურება

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დროა პასუხი გაეცეს კითხვას – უზრუნველყოფს თუ არა ქვეყნის კეთილდღეობას ის გზა, რომელსაც ევროინტეგრაცია ჰქვია. დღევანდელი ევროპის მიმართ ჩვენ, ქართველ ხალხს სასაყვედურო ბევრი გვაქვს, თუმცა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა იმის შესახებ, როგორ ერევა ევროკომისია რეგულარულად წევრი ქვეყნების ეროვნულ არჩევნებში, კიდევ ერთხელ შეგვახსენა ევრობიუროკრატიის ვერაგი და უსამართლო სახე“ – ვკითხულობთ „ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ამ საკითხზე „ქართული ოცნების“ გუნდთან დებატებისთვის მზად არიან.