„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადება

15:06, 13.03.2026

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სრულ ფარსად გადაიქცა საერთაშორისო შეთანხმებები და გაერთიანებები. ფაქტია, აღარ არსებობს ის ღირებულებები, რასაც ოდესღაც დეკლარირებდნენ აღნიშნული ორგანიზაციები, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“. განცხადებაში აღნიშნულია: დასკვნა გვეუბნება, რომ ადამიანის უფლებები არის ლგბტ პროპაგანდა, ხოლო დემოკრატია – „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მმართველობა. საერთაშორისო შეთანხმებებისა და ვალდებულებების ფორმატები გლობალურად კარგავს ფუნქციას, რადგან ბოლომდე ირღვევა ის მსოფლიო წესრიგი, რომლის ნაყოფსაც ისინი წარმოადგენდნენ.

როგორც ცნობილია, სულ რამდენიმე თვის წინ აშშ 70-მდე ასეთი ხელშეკრულებიდან გავიდა. უცვლელია საქართველოში ხელისუფლების დამხობისა და მისი აგენტურით ჩანაცვლების სცენარი და ეუთო-ს დასკვნა, ისევე როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია თუ სხვა მექანიზმები, გასული წლების მსგავსად, ასრულებს რევოლუციური პროცესებისთვის „საწვავის“ როლს“, – ვკითხულობთ განცხადებაში. „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ მიიჩნევს, რომ საქართველომ შანტაჟის იარაღად გადაქცეული საერთაშორისო ხელშეკრულებები და ორგანიზაციები უნდა დატოვოს.

მსგავსი