„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადება

12:18, 25.02.2026

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ „იმედისა“ და „პოსტივისთვის“ დაწესებულ სანქციებს განცხადებით ეხმაურება. „მორალურად სახედაკარგული ბრიტანეთის მთავრობა ადვილად მართვადია და მას იყენებენ ბინძური დავალებების შესასრულებლად, რისი ნაწილიც არის საქართველოზე პოლიტიკური შანტაჟის განხორციელების მორიგი მცდელობა, ამჯერად ტელეკომპანიების – „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირების გზით. „როდესაც თბილისისა და ბრიუსელის აგენტურული ქსელის სრული გაშიფვრა მოხდა, „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, ტელეკომპანიების სანქცირების გზით მათ სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა“. განცხადებაში ასევე საუბარია, რომ მსგავსი ჰიბრიდული შეტევები დიდი ბრიტანეთის მიერ გადადგმული ნაბიჯით არ დასრულდება.

მსგავსი