„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადება
საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ბოლო დროს სასამართლოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. მათი განცხადებით, სასამართლო დარბაზები პროვოკაციების ეპიცენტრად იქცა, სისტემურად ირღვევა ქცევის წესები. ხშირია მოსამართლეების, პროკურორებისა და მანდატურების შეურაცხყოფა და ფიზიკური თავდასხმა. მოძრაობის დამფუძნებლები ასევე აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებები მხარდაჭერილი და წახალისებულია ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის ელჩის მხრიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ მიმართავს ხელისუფლებას, აღკვეთონ და მოაწესრიგონ სასამართლოებში არსებული უკონტროლო სიტუაცია და უზრუნველყონ წესრიგი სასამართლო პროცესებზე.