„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადება
მმართველი გუნდის მიერ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მიესალმება საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ პროცესში საქართველოს პროკურატურაც უნდა ჩაერთოს, რათა აღიძრას შესაბამისი საქმეები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე. მათი თქმით, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში 4 რადიკალური ოპოზიციური პარტიაა წარმოდგენილი, რომლებიც ჯაშუშურ საქმიანობას თავისუფლად აწარმოებენ და ქვეყანას მუდმივად რყევის რეჟიმში ამყოფებენ. საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ საჩივარს ამზადებენ, რომელსაც გენერალურ პროკურატურაში უახლოეს დღეებში შეიტანენ.