„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადება

12:36, 06.12.2024

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებლები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან და განცხადებას ავრცელებენ. როგორც გამართულ ბრიფინგზე მოძრაობის წევრებმა განაცხადეს, გადატრიალების მცდელობის მორიგი 7-დღიანი ფაზა წარუმატებლად დასრულდა. მათივე თქმით, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი და კარგად ორგანიზებული მასშტაბური პროცესი, რომელშიც კოორდინირებულად მოქმედებენ აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია, ევროკავშირის ინსტიტუტები, საელჩოები, პოლიტიკური პარტიები, პრეზიდენტი, ენჯეოები, ადგილობრივი თუ საერთაშორისო მედიასაშუალებები. მოძრაობის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს სამართალდამცველებს.

მსგავსი