„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცცხადება

12:22, 24.02.2026

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ 2028 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ემზადება. ამის შესახებ, პარტიის წევრებმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი განცხადებით, მიზნიდან გამომდინარე, პარტია იწყებს ყველა რეგიონულ ცენტრში წარმომადგენლობების დაფუძნებას. პირველი ღონისძიება 28 თებერვალს, გორის თეატრში შედგება, სადაც პარტიის ლიდერები შიდა ქართლის მოსახლეობას შეხვდებიან და ოფისის პრეზენტაციას გამართავენ. მათივე თქმით, საკუთარი პოლიტიკური ხედვისა და მიზნების გაცნობისათვის, პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ გააგრძელებს მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

მსგავსი