„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონულ წარმომადგენლობებს ხსნის. პირველი ოფისი გორში გაიხსნა. პარტია 2028 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და სწორედ ამ მიზნით, ყველა რეგიონულ ცენტრში წარმომადგენლობების დაფუძნებას იწყებს. პირველი ღონისძიება გორის თეატრში გაიმართა, სადაც პარტიის წევრები შიდა ქართლის მოსახლეობას შეხვდნენ და პრეზენტაცია გამართეს.