„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე ზაზა გოგავასა და მამუკა ყურაშვილის გამოკითხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს „ნაციონალური მოძრაობა“.
„2025 წლის 18 თებერვალს გამართულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე გენერალმა გოგავამ და გენერალმა ყურაშვილმა გაგვაცნეს მათი საერთო გადაწყვეტილება, რომ თავს ვალდებულად თვლიან ქართული სახელმწიფოს და ომში დაღუპული გმირების ოჯახებისა და ხსოვნის წინაშე, 2008 წლის ომთან დაკავშირებით უპასუხონ ნებისმიერ შეკითხვას, ნებისმიერ ფორმატში, თუნდაც არალეგიტიმურ პარლამენტში. ამავე სხდომაზე გენერლებმა დატოვეს ყველა პარტიული თანამდებობა პარტიის და საერთო ოპოზიციური პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც გამორიცხავს პოლიტიკოსების მონაწილეობას რუსულ კომისიაში, რადგან მოქმედი პოლიტიკოსების დაბარების მთავარი ამოცანა არა რაიმე ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, არამედ პოლიტიკური პროპაგანდისტული წარმოდგენის დადგმა და მათი დაკავების მუქარით მანიპულაციაა. ამგვარად, გვსურს საზოგადოებისთვის განვმარტოთ, რომ გენერლები კომისიაში წარდგებიან ყოველგვარი პარტიული აფილიაციის გარეშე.“ – წერია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.