ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია ხვალიდან იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია ხვალიდან იწყება

ბაზა 10:00 საათზე გაიხსნება და 3 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლება მსურველს აპლიკაციის შევსება.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: პირველ, ძირითად ეტაპზე აბიტურიენტები პირადი მონაცემების შეტანას, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევას შეძლებენ. 3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა.