ერთიანი ეროვნული გამოცდების წინასწარი შედეგები

ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები ცნობილია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, ერთიანი ეროვნული გამოცდების პასუხების გამოქვეყნება დაიწყო. აბიტურიენტებს შეუძლიათ, შევიდნენ და გაიგონ თავიანთი ქულები პირადი ნომრითა და საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით, რომელიც მათ ბარათზეა მითითებული. ასევე, შეუძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინება გაგზავნონ „ჯეოსელიდან“ და „მაგთიდან“ ნომერზე, 93333 და მიიღონ ეს ინფორმაცია.