ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია. ქულების გამოქვეყნება დაიწყო.

ეროვნული გამოცდების ცენტრის საიტზე უკვე გამოქვეყნდა ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები. პასუხების გაგება აპლიკანტებს მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლიათ, რისთვისაც საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გამოიყენონ.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.