ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია.

აბიტურიენტებს პასუხების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდებზე  შეუძლიათ. ერთიანი ეროვნულო გამოცდების მონაწილეებს საშუალება აქვთ საკუთარი შედეგების გვერდზე იხილონ გათანაბრებული ქულებიც.

გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, მოხდა ნედლი ქულების გათანაბრება. შედეგად  აბიტურიენტები, რომელთა გათანაბრებული ქულაც მეტია მინიმალურ ზვარზე, აგრძელებენ კონკურსში მონაწილეობას. საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 26 აგვისტოს, 18 საათზე იწურება.