2025 წელს, 31 704 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი. დილიდან გამოქვეყნდა აბიტურიენტთა ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია. შედეგების ნახვა გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზეა შესაძლებელი. შესაბამის ველში აბიტურიენტმა უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. პირად გვერდზე მოცემულია აგრეთვე ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ.