ერთიანი ეროვნული გამოცდების გამოცდების განრიგი

ერთიანი ეროვნული გამოცდების გამოცდების განრიგი ცნობილია. 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება პროცესი და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები კი საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 23 და 24 ივლისს ჩააბარებენ. დეტალური გრაფიკი გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. კონკრეტული თარიღი, გამოცდაზე გამოცხადების დრო და საგამოცდო ცენტრის მისამართი მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე.