ერთიანი ეროვნული გამოცდები ზუგდიდში

ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება სამეგრელოში.

ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში პირველ სესიაზე 441-დან 395 აბიტურიენტი გამოცხადდა. აქედან ექვსი აფხაზეთიდან არის გადმოსული.

საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, იმ 46 აბიტურიენტიდან, რომელიც პირველ სესიაზე არ გამოცხადდა, ხუთი აფხაზეთიდან არის, ისინი ზუგდიდში ვერ გადმოვიდნენ.

ნანა ქირიას განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან 25-მდე აბიტურიენტი ელოდება ე.წ. საკონტროლო – გამშვებ პუნქტთან გადმოსვლის ნებართვას.