ერთიანი ეროვნული გამოცდები ქუთაისში

სამ საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქუთაისში.

პირველი სკოლის საგამოცდო ცენტრში ქართულ ენასა და ლიტერატურაში 476 აპლიკანტი იყო რეგისტრირებული, აქედან 16 მათგანი გამოცდაზე საერთოდ არ გამოცხადდა. დაგვიანების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. გამოცდა მშვიდ ვითარებაში ჩატარდა.

ახალციხეში დილის სესიაზე 12 აბიტურიენტი არ გამოცხადდა. როგორც ახალციხის საგამოცდო ცენტრის უფროსმა, გელა ინასარიძემ განაცხადა, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.