ერთიანი ეროვნული გამოცდები ქუთაისში

ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას ქუთაისში არსებულ სამივე საგამოცდო ცენტრში დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე დაესწრო.

აბიტურიენტები გამოცდას დღეს უცხო ენაში აბარებენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ქვეყნის მასშტაბით დარეგისტრირებულია 41 ათასამდე აბიტურიენტი და გახსნილია 23 საგამოცდო ცენტრი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდით დაიწყო და 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.