ერთიანი ეროვნული გამოცდები კახეთში

საგამოცდო ცენტრები გახსნილია მთელი საქართველოს მასშტაბით. კახეთის რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის გამოცდები თელავის მერვე საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კახეთში რეგისტრირებული 233 აბიტურიენტიდან, პირველ გამოცდაზე ცხრა აბიტურიენტი არ გამოცხადდა.

ამ დრომდე პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით, ცენტრში არცერთი საჩივარი არ შესულა. რეკომენდაციების მიუხედავად, გამოცდების ცენტრთან გულშემატკივრების დიდი რაოდენობაა. როგორც ისინი აცხადებენ, რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ინფორმირებული არიან, თუმცა, იმის გამო, რომ კახეთი მწვანე ზონაა, აბიტურიენტებთან ერთად, საგამოცდო ცენტრთან მოსვლის გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.