ერთიანი ეროვნული გამოცდები – ინტერვიუ განათლების მინისტრთან
ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება – დარეგისტრირებულია 43 ათასი აბიტურიენტი. განათლების მინისტრის განცხადებით, საგამოცდო ცენტრები უკვე მზად არის და ადგილზე მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი ისეთი გარემო, რომ ახალგაზრდებს ცოდნის რეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეთ.
გივი მიქანაძემ ამ თემაზე პირველი არხის ეთერში ისაუბრა და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლებასთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტებები. მისი თქმით, წელს აპლიკანტების 79 %-მა არჩევანი სწორედ სახელმწიფო უნივერსიტეტზე შეაჩერა. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს დასრულდება.