ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება
ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. თბილისის 39-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდნენ განათლების სამინისტროს და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 43 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. გამოცდები ტრადიციულად, ორ სესიად ტარდება. საგამოცდო პროცესი 2 ივლისს დაიწყო და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.