ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულებულია

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულებულია. ტესტირება რეგისტრირებული აბიტურიენტების 94-მა პროცენტმა გაიარა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, პანდემიის გათვალისწინებით, საგამოცდო პროცესმა წარმატებით ჩაიარა. ამასთან, მისივე თქმით, იყო გარკვეული პრობლემებიც, მაგრამ როგორც ინფიცირებულმა, ასევე კარანტინში გადასულმა აბიტურიენტებმა, გამოცდების ჩაბარება მაინც შეძლეს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ახალგაზრდები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რომლებიც გამოცდების ჩაბარებას ვერ ახერხებენ, უმაღლეს სასწავლებლებში სპეციალური წესით, გამოცდის გარეშე ჩაირიცხებიან.

 

დატოვე კომენტარი