ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

პოზიტიური მაჩვენებლების ფონზე საქართველომ კიდევ ერთი გამოწვევა უნდა დაძლიოს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ეს არის „კოვიდ-19“-ის გავრცელების შემდეგ პირველი მასშტაბური შეკრება, რის გამოც რისკები მაღალია. საფრთხეების მინიმუმამდე დასაყვანად საგამოცდო ცენტრებში მისულ აბიტურიენტებს წინა წლებისგან გასხვავებული გარემო დახვდათ. დეზობარიერები, თერმოსკრინინგი, დამცავი ბარიერები მაგიდებთან და ნიღბები – ამ რეალობაში ჩაიარა საგამოცდო პროცესის პირველმა დღემ.

მაღალი ტემპერატურის გამო ორი აბიტურიენტი გამოცდებიდან მოხსნეს.