ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

18:15, 02.07.2026

დღეს ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველ დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოსცადეს საკუთარი ცოდნა აბიტურიენტებმა. ჯამში რეგისტრირებულია 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი, საგამოცდო ცენტრები გახსნილია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სულ 12 ქალაქში. დილიდან 160-ე საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდა განათლების მინისტრი გივი მიქანაძე. ის ადგილზე გაეცნო მიმდინარე პროცესს. ამის შემდეგ მინისტრი იმყოფებოდა რუსთავში სადაც №15 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრი დაესწრო პროცესს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. რაც შეეხება მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულებს, ისინი საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, სამაგისტრო გამოცდას კი, მაგისტრანტობის კანდიდატები 23-24 ივლისს ჩააბარებენ.

მსგავსი