ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

12:06, 02.07.2026

მთელი ქვეყნის მასშტაბით აბიტურიენტები დღეს გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი, საგამოცდო ცენტრები გახსნილია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სულ 12 ქალაქში. დილიდან 160-ე საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდა განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, რომელმაც მიმდინარე პროცესი შეაფასა და პირველ არხთან ყურადღება, უფასო სწავლებაზე და დანერგილ სიახლეებზე გაამახვილა. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. რაც შეეხება მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულებს, ისინი საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, სამაგისტრო გამოცდას კი – მაგისტრანტობის კანდიდატები 23-24 ივლისს ჩააბარებენ.

მსგავსი