ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალ რეალობაში - პანდემიის პირობებში აბიტურიენტებს გამოცდების ჩაბარება განსხვავებულ გარემოში მოუწევთ, ახალი წესები და რეგულაციები

პანდემიის გამო გასხვავებულ რეალობაში ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები.

ახალი რეგულაციები უკვე ცნობილია. რისკები მაღალია, რადგან რამდენიმეთვიანი შეზღუდვების და საგანგებო მდგომარეობის შემდეგ ეს ყველაზე მასობრივი შეკრება იქნება. ამ რისკების დასაზღვევად და საფრთხეების მინიმუმადმდე დასაყვანად სამუშაო ჯგუფმა ეპიდემიოლოგებთან ერთად საგამოცდო პროცესის ახალი სტანდარტები გაწერა. გარკვეული ცვლილებები შევიდა აბიტურიენტების მხრიდან ნიღბების ტარების, ასევე საგამოცდო ოთახების გაგრილების წესში.