ერთიანი ეროვნული გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდების მე-3 დღე საქართველოში. აბიტურიენტები გამოცდას დღეს კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. პროცესის მიმდინარეობს საქართველოს ერთიანი ეროვნული საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი თელავში გაეცნო.

აბიტურიენტებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგისტრაცია დილის რვა საათზე გაიარეს. დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რომელიც სოციალური დისტანციის დაცვას, პირბადის გამოყენებას, თერმოსკრინინგსა და ხელების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას ითვალისწინებს.

კახეთის საგამოცდო ცენტრში წელს სულ 233 აბიტურიენტია რეგისტრირებული. სოფიო გორგოძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ყველა საგამოცდო ცენტრში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ხვალიდან მასწავლებლობის მსურველებს, რომლებიც საგნის გამოცდაზე არიან დარეგისტრირებულები, საგამოცდო ბარათების ამობეჭდვის შესაძლებლობა ექნებათ, სადაც ტესტირების დრო, კონკრეტული თარიღი და წესებია მითითებული.